2 წლის და 7 თვის წინ
"ლივერპული" პრემიერ ლიგის ვარსკვლავის ტრანსფერთან ახლოსაა - Mirror
"ლივერპული" პრემიერ ლიგის ვარსკვლავის ტრანსფერთან ახლოსაა - Mirror
ავტორი
Aa

"ლივერპული" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე რამდენიმე დიდი ტრანსფერის გაკეთებას ეცდება, სამიზნეებს შორის კი ფიგურირებს მეისონ მაუნტის სახელიც.

მაუნტი ლონდონის "ჩელსისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გეგმავს (ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე) და სხვა გუნდებთან მოლაპარაკებებისთვის ღიაა.

Mirror იტყობინება, რომ მერსისაიდული გრანდი მისი მსურველების სიაში მოწინავეა და მომგებიან პოზიციაშიც კია მაუნტის გადასაბირებლად. 

მართალია, "ჩელსის" მაუნტის დატოვება სურს, მაგრამ ფეარ პლეის წესების გამო რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა უწევს და ერთ-ერთი შეიძლება სწორედ მეისონი იყოს.


Facebook კომენტარები