2 წლის და 7 თვის წინ
ევროპული გრანდი ნაბი კეიტათი დაინტერესდა - Sport
ევროპული გრანდი ნაბი კეიტათი დაინტერესდა - Sport
ავტორი
Aa

Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიური "ბარსელონა" დაინტერესებულია "ლივერპულის" ნახევარმცველის, ნაბი კეიტას ტრანსფერით.

ნაბის მერსესაიდულ კლუბთან კონტრაქტის ხანგრძლივობა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზეც ჯერ არაფერი ისმის.

"წითლების" თავკაცს, იურგენ კლოპს სურს ნახევარმცველის შენარჩუნება, თუმცა როგორც ჩანს, კეიტა კლუბთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში კეიტამ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც საკუთარ ანგარიშზე 1 საგოლე ქმედებაც ვერ ჩაიწერა.


Facebook კომენტარები