2 წლის და 7 თვის წინ
დიდი რევოლუცია "ლივერპულში" - რას გეგმავს კლოპი
დიდი რევოლუცია "ლივერპულში" - რას გეგმავს კლოპი
ავტორი
Aa

"ლივერპულში" ცვლილებები საჭიროა და ამას იურგენ კლოპიც აღარ მალავს - მიმდინარე სეზონში კლუბი პრემიერ ლიგაშიც და ევროტურნირებზეც ძალიან არადამაჯერებელია.

ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ ამ სიტუაციასთან "ლივერპული" გამკლავებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე რამდენიმე დიდი ტრანსფერით აპირებს.

იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, იურგენ კლოპი და ხელმძღვანელობა კლუბში რევოლუციას გეგმავენ. მთავარი მიზანი ნახევარდაცვის რგოლის გაძლიერება იქნება.

მოსალოდნელი 3-4 დანამატის გარდა, აღსანიშნავია, რომ "ლივერპული" ზაფხულში დაახლოებით ამავე რაოდენობის ფეხბურთელს დაემშვიდობება - ზოგს გაყიდის, ზოგს კი კონტრაქტს აღარ გაუხანგრძლივებს.


Facebook კომენტარები