2 წლის და 7 თვის წინ
"ლივერპული" ნახევარდაცვის განახლებას შეუდგება - სიაში "ჩელსის" ფეხბურთელიცაა
"ლივერპული" ნახევარდაცვის განახლებას შეუდგება - სიაში "ჩელსის" ფეხბურთელიცაა
ავტორი
Aa

სანდო და გავლენიანი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს თქმით, "ლივერპული" უკვე ემზადება მნიშვნელოვანი ზაფხულისთვის.

მერსესაიდულ კლუბში იციან, რომ მათ ნახევარდაცვის განახლება სჭირდებათ. "წითლები" ასევე განიხილავენ დაცვის ხაზის გაძლიერებას.

რა თქმა უნდა, ნახევარმდაცვაში "ლივერპულის" მთავარი სამიზნე ჯუდ ბელინგემია, თუმცა ფაბრიციოს თქმით, კლუბი ასევე აკვირდება ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელს, მეისონ მაუნტს.

მიმდინარე სეზონი მეისონისთვის და მთლიანად "არისტოკრატებისთვის" საუკეთესო არაა. 31 მატჩში ინგლისელს 3 გოლი და 6 ასისტი დაუგროვდა.


Facebook კომენტარები