2 წლის და 7 თვის წინ
კლოპი: "ეს ბოლოს წინა წლის აპრილში მოვახერხეთ, ამიტომ კმაყოფილი ვარ"
კლოპი: "ეს ბოლოს წინა წლის აპრილში მოვახერხეთ, ამიტომ კმაყოფილი ვარ"
ავტორი
Aa

"ლივერპულმა" პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო - ამჯერად იურგენ კლოპის შეგირდებმა მნიშვნელოვან შეხვედრაში "ნიუკასლს" სძლიეს, 2-0.

შეხვედრის შემდეგ იურგენ კლოპმა მედიის კითხვებს უპასუხა:

"ვიღაცამ მითხრა, რომ ბოლოს, როდესაც გასვლაზე შეხვედრაში კარი მშრალად შევინახეთ, წინა წლის აპრილი იყო, ამიტომ დღევანდელი რეზულტატით ძალიან კმაყოფილი ვარ.

10-კაციანი გუნდის წინააღმდეგ უფრო მეტი სივრცე და მომენტი გაქვს, მაგრამ დღეს მეტოქეს თამაშში დაბრუნების შანსებს მაინც ვაძლევდით.

შემდეგ მატჩში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვხვდებით და, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება, მაგრამ ეს ენფილდია, ამიტომ ვნახოთ. ძველ ფორმასთან ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ, მაგრამ სამშაბათს მაქსიმუმს გავიღებთ."


Facebook კომენტარები