2 წლის და 7 თვის წინ
არნოლდი: "ამ სეზონში ჩვენი მიზანი ესაა"
არნოლდი: "ამ სეზონში ჩვენი მიზანი ესაა"
ავტორი
Aa

"ლივერპულმა" პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო - ამჯერად იურგენ კლოპის შეგირდებმა მნიშვნელოვან შეხვედრაში "ნიუკასლს" სძლიეს, 2-0.

ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო - მის ანგარიშზე 1 ასისტიც გახლდათ. მატჩის შემდეგ ინგლისელმა განაპირა მცველმა მედიასთანაც ისაუბრა:

"ნიუკასლი ძლიერი გუნდია, მაგრამ 2 გოლით ისინი დავშალეთ. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, შეგვეძლო თამაში მეტი გატანილი გოლით დაგვესრულებინა.

ამ სეზონში თავდაჯერება გვაკლია და იმედი მაქვს, ეს თამაში ამ პრობლემას გამოასწორებს. ახლა გამარჯვებათა სერია ძალიან გვჭირდება. 

ამ სეზონში ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა."


Facebook კომენტარები