2 წლის და 7 თვის წინ
კლოპი: "ნიუკასლის" წარმატების მიზეზი ესაა"
კლოპი: "ნიუკასლის" წარმატების მიზეზი ესაა"
ავტორი
Aa

პრესკონფერენციის დროს, "ნიუკასლის" მწვრთნელმა, ედი ჰაუმ, იურგენ კლოპი შეაქო და ის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად დაასახელა.

"ლივერპულის" თავკაცმა, ედის საპასუხო კომპლიმენტები შესთავაზა.

"ედი აკეთებს განსაკუთრებულ საქმეს."

"ფინანსური შესაძლებლობები, რაც მათ აქვთ ან ექნებათ მომავალში, განსაკუთრებულია და ჯერჯერობით მათი წარმატება არ არის ამის გამო - სულაც არა. ედი იქ რთულ ვითარებაში მოვიდა."

"ისინი ლიგაში კომფორტულად დარჩნენ,ა ხალ სეზონში კი შარშანდელ გუნდს ვეღარ ცნობდი." - თქვა კლოპმა.


Facebook კომენტარები