2 წლის და 7 თვის წინ
პრემიერ ლიგის გუნდი კვარაცხელიას სანაცვლოდ 100 მილიონს იხდის! - ტრანსფერი მზადდება?
პრემიერ ლიგის გუნდი კვარაცხელიას სანაცვლოდ 100 მილიონს იხდის! - ტრანსფერი მზადდება?
ავტორი
Aa

Tribal Football-ის ინფორმაციით, ინგლისური "ნიუკასლი" ზაფხულში ყველაფერს გააკეთებს, რათა ხვიჩა კვარაცხელია ხელში ჩაიგდოს.

წყაროს თანახმად, "კაჭკაჭები" "ნაპოლის" ქართველი გარემარბის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროსაც კი გადაიხდიან.

ხვიჩას "პარტენოპეისთან" კონტრაქტი 2027 წლამდე ადასტურებს. კვარას აგენტმა მამუკა ჯუღელმა უკვე დაადასტურა, რომ 22 წლის შემტევისადმი ინტერესს მრავალი კლუბი იჩენს.

აქვე გეტყვით, რომ "ნიუკასლ იუნაიტედი" გასულ წელს საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდმა შეიძინა. მათი ბიუჯეტი 320 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. მაშასადამე, ხვიჩას დონის ტალანტში მათთვის დიდი ფულის გადახდა პრობლემა არ უნდა იყოს.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში "კაჭკაჭები" მე-4 პოზიციას იკავებენ. ედი ჰაუს გუნდი გასულია კარაბაოს თასის ფინალშიც, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.

რაც შეეხება კვარას, "ნაპოლის" მაისურით ჩატარებულ 24 მატჩში მისი მონაგარი 11 გოლსა და 12 საგოლე გადაცემას შეადგენს.


Facebook კომენტარები