1 წლის და 2 თვის წინ
ბადრი კვარაცხელია: "მიხარია, როდესაც ხვიჩას "ლივერპულის" ამ ფეხბურთელს ადარებენ"
ბადრი კვარაცხელია: "მიხარია, როდესაც ხვიჩას "ლივერპულის" ამ ფეხბურთელს ადარებენ"
ავტორი
Aa

"ნაპოლიში" ბრწყინვალე ასპარეზობით ხვიჩა კვარაცხელიამ მალევე ფართო მასების ყურადღება მიიპყრო. ბევრი უცხოური გამოცემა და ექსპერტი ქართველი გარემარბის თამაშს "ლივერპულის" ვარსკვლავს - მო სალაჰს ადრის. 

ბადრი კვარაცხელიამ (ხვიჩას მამა) CalcioNapoli24-თან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ამ და სხვა საინტერესო საკითხებს შეეხო:

"ხვიჩას ქალაქი ძალიან მოსწონს. თავიდან სასტუმროში ცხოვრობდა, შემდეგ სახლში გადავიდა და ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ნეაპოლით აღფრთოვანებულია, ამაში კი მეც დავრწმუნდი იტალიაში ჩასვლიდან მალევე.

ნეაპოლი საქართველოს ძალიან ჰგავს - ქუჩაში როცა მივდიოდი, თავი სამშობლოში მეგონა, ხოლო ხალხი - ქართველებს ძალიან ჰგვანდნენ.

მო სალაჰი "ლივერპულის" მთავარი ვარკვლავი და მსოფლიო დონის მოთამაშეა. სასიამოვნოა, რომ ლუჩიანო სპალეტიმ ხვიჩა ეგვიპტელ ვარსკვლავს შეადარა თამაშის სტილით, თუმცა, მე მინდა, რომ ჩემმა შვილმა გულშემატკივარს თავისი სტილით დაამახსოვროს თავი", - განაცხადა ბადრიმ.


Facebook კომენტარები