1 წლის და 1 თვის წინ
"ლივერპულს" ბელინგემთან ამ ნახევარმცველის შეწყვილება სურს - რომანო
"ლივერპულს" ბელინგემთან ამ ნახევარმცველის შეწყვილება სურს - რომანო
ავტორი
Aa

არახალია, რომ "ლივერპულისთვის" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მთავარი მიზანი ჯუდ ბელინგემის გადაბირება იქნება.

ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ ინგლისელი ნახევარმცველის გარდა მერსისაიდულ გრანდს კიდევ 1 ფეხბურთელის დამატება სურს და ეს მატეუს ნუნიესი იქნება:

"ვფიქრობ, შესაძლებელია, რომ ნუნიესიც "ლივერპულში" აღმოჩნდეს. ვერ ვიტყვი, რომ ეს გარიგება უეჭველად შედგება, მაგრამ "ლივერპულს" მოლაპარაკებები აქვს ფეხბურთელთანაც და კლუბთანაც.

"ლივერპულს" სურს, რომ ჯუდ ბელინგემთან ერთად მატეუს ნუნიესიც იყიდოს. ვნახოთ, შეძლებენ თუ ვერა ორივე მათგანის ყიდვას."


Facebook კომენტარები