1 წლის და 2 თვის წინ
"ბოდიშს ვიხდი ამ კომენტარისთვის", - გვარდიოლას ბოდიში "ლივერპულს"
"ბოდიშს ვიხდი ამ კომენტარისთვის", - გვარდიოლას ბოდიში "ლივერპულს"
ავტორი
Aa

რამდენიმე დღის წინ პეპ გვარდიოლამ სტივენ ჯერარდის ფეხის დასრიალების მომენტზე დამცინავი და უადგილო კომენტარი გააკეთა, რასაც მედიისა და ფანების აღშფოთებაც მოჰყვა.

ამ ყველაფერს თავად ესპანელი სპეციალისტი გამოეხმაურა და ბოდიშიც მოიხადა:

"ბოდიშს ვიხდი ჩემი სულელური კომენტარისთვის სტივენ ჯერარდზე. მან იცის, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ და მიყვარს. ვაფასებ, რაც მან გააკეთა ამ ქვეყნისთვის და ფეხბურთისთვის.

მრცხვენია ჩემი კომენტარების გამო, რადგან ამას ჯერარდი არ იმსახურებდა. ვიცი, რომ ჩემი კომენტარები, რომლითაც იდეაში "სიტის" ვიცავდი, უადგილო იყო და რეალურად "სიტის" კარგად არ წარმოაჩენდა.

მას პირადად უკვე მოვუბოდიშე, მაგრამ მინდოდა, საჯაროდაც მეთქვა ეს. ბოდიშს ვუხდი მას და მის ოჯახს.,"


Facebook კომენტარები